ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დადასტურებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107 წევრმა დაუჭირა, 36 – წინააღმდეგ წავიდა, 24 კი თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა უკრაინის დელეგაციამ გაასაჩივრა, მოთხოვნას მხარი საქართველომაც დაუჭირა.











