fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

Exclusive: გიორგი ქობულია არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

14:05 June 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
932
ნახვა

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

გიორგი ქობულია სააგენტოს ამ ინფორმაციას უდასტურებს და აცხადებს, რომ წლის მთავარ პოლიტიკურ მარათონში მონაწილეობას „არ გამორიცხავს“. ამ და სხვა საკითხების შესახებ ყოფილი მინისტრი “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში საუბრობს.

გიორგი ქობულია: პოლიტიკაში მოსვლაზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით,  კონკრეტულად სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან დანამდვილებით გეუბნებით, რომ არანაირი კომუნიკაცია და არც პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან მქონია.

ვინმესთან კონსულტაციები რომ მქონოდა, ალბათ, პოლიტიკაში აქტიურობას განვახორციელებდი. ალბათ,  არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც, ჩემს თავს რამდენიმე პარტიასთან ვერ ვხედავ.  შესაძლოა, ისინიც ვერ ხედავენ ჩემს ადგილს მათთან.

–ვინ წარმოგიდგენიათ პოლიტიკურ თანამოაზრედ?

-ამ კითხვაზეც, ჯერჯერობით, ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან სახელებისა და გვარების დასახელება ჩემი მხრიდან კორექტული არ იქნება, მითუმეტეს, თუ პოლიტიკური კონსულტაცია ამ ხალხთან გავლილი არ მაქვს. თუმცა არიან რიგი პოლიტიკოსები, შეიძლება, არ არის ყველა ერთ განსაზღვრულ პარტიაში, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ჩემს პრინციპებს იზიარებს და ალბათ, პოტენციურად შეიძლება, განმეხილა არაერთ ადამიანთან თანამშრომლობა.

ამ ხალხს ჯერ ვერ დავასახელებ, რადგან პირველ ყოვლისა, მათთან არა მაქვს შეთანხმებული და კონსულტაციები არ გამივლია. მერე, ეს არ არის ერთი პარტიიდან წამოსული ხალხი, შესაძლოა, იყოს  –  რამდენიმედან.

–მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

-არ ვიცი – მართლა არ ვიცი. ხომ ხედავთ, როგორ სწრაფად იცვლება ყველაფერი, ამიტომ რა მოხდება, რა შეიცვლება… მე თუ უცებ დავინახე, რომ პირადად შემიძლია შევიტანო რაღაც განსაზღვრული წვლილი ამ პროცესში – პირადად შემიძლია რაღაც დადებითი შევძინო ამ პროცესს, რაღაც შანსი მექნება და კონფიგურაცია შეიკრა, მე არ გამოვრიცხავ ამას (გულისხმობს არჩევნებში მონაწილეობას). თეორიულად ხელები შეკრული არანაირად მაქვს.

–ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატების“ ერთ-ერთმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში თქვენი მიწვევის ინიციატივა წამოაყენა, რათა ისაუბროთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წააწყდით. თუკი მიგიწვიეს, მზად ხართ პარლამენტში მისასვლელად?

-თუ მიმიწვიეს და მექნება საშუალება, რომ ვისაუბრო ამ პრობლემებზე –  რატომაც არა. მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტში საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ ფიზიკურად ამის გაკეთებას ვერ შევძლებ, კიდევაც რომ მინდოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი მიშლის ხელს, რომ პარლამენტის წინაშე იმ პრობლემების შესახებ ვისაუბრო.

–ვინ იყო თქვენი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დანიშვნის ინიციატორი?

-ამ თანამდებობის დაკავება ფორმალურად მამუკა ბახტაძემ შემომთავაზა. რა თქმა უნდა, მისი იდეა იყო. არ ვიცი ვინ მიაწოდა და როგორ, მაგრამ რატომ არ უნდა ყოფილიყო მისი იდეა?!

– ვიდრე პარლამენტში მიგიწვევდნენ, იქნებ მანამდე ჩვენ მოგვახსენოთ – რატომ დაგატოვებინეს თანამდებობა?

-ჩემი აზრით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, ალბათ, იყო ის, რომ მე ვერ გავითავისე ის პრინციპები, რომლის მიხედვით, ეკონომიკის რაღაც სექტორები იმართებოდა. არაფერია დასამალი, აქ ლაპარაკია განსაზღვრულ სქემებზე, რომლებიც მმართველ ძალას მიაჩნდა, რომ უფრო მოქნილია, რაც მე ვერ გავითავისე და ალბათ, ამასთან დაკავშირებით, მათ გუნდში ვერ ჩავეწერე.

ვთვლი, რომ მე რეალურად, ამ გუნდის წევრი არასდროს ვყოფილვარ.

–ვინ მოგთხოვათ თანამდებობის დატოვება?

-ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი დისკუსიები მიმდინარეობდა. მე მთხოვდნენ თანამდებობა ჯერ კიდევ რამოდენიმე თვით ადრე დამეტოვებინა.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში მამუკა ბახტაძის როლი შეზღუდული იყო. ეს არ იყო მისი ინიციატივა. გასაგებია, რომ აქ ძირითადად კონსულტაციებს პარტიის ხელმძღვანელთან გავდიოდით.

–პარტიის ხელმძღვანელმა გითხრათ, რომ თანამდებობა უნდა დაგეტოვებინათ?

-დიახ, რა თქმა უნდა, მანაც მათ რიცხვში.

–რა დაგისახელათ მიზეზად ?

-პირდაპირ გეტყვით, „ცუდი მინისტრი ხარ“ – დიახ, ასეთი ახსნა-განმარტება მოვისმინე, რატომ უნდა დამეტოვებინა თანამდებობა – რომ ვიყავი ცუდი მინისტრი. თუ რა იყო ცუდი მინისტრობა, ამაზე პასუხი ვერ გავიგე.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგიორგი ქობულია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული პირების გამოკითხვა დაიწყო

June 15, 2021
783
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

May 21, 2021
824
პოლიტიკა

დღეს საგამოძიებო კომისიის წევრები ელჩებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

May 20, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია