Facebook-მა ავსტრალიურ ორ უმსხვილეს მედიაკომპანიასთან – News Corp-თან და Nine Entertainment-თან დადო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ტექნოლოგიური გიგანტი მათი კონტენტის გაოყენებაში ფულს გადაიხდის. ამის შესახებ გამოცემა Sydney Morning Herald-ი წერს.
ხელშეკრულება „რთული მოლაპარაკებების“ შემდეგ რამდენიმე თვეში დაიდო.
News Corp-მა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან Australian-ი, Daily Telegraph-ი და Herald Sun-ი, უკვე ოფიციალურად განაცხადა მრავალმილიონიანი გარიგების შესახებ.
ინფორმირებული წყაროები აზუსტებენ, რომ Facebook-ი ფულს ახალი ამბების პლატფორმასა და Facebook Watch-ის სერვისზე News Corp-ის კონტენტის განთავსებისათვის გადაიხდის.
ასეთივე შეთანხმებას მიაღწია Nine Entertainment-მაც, რომლის შემადგენლობაშია გაზეთები Sydney Morning Herald-ი და Age-ი. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მხარეები კვლავაც აგრძელებენ „კონსტრუქციულ და ნაყოფიერ განხილვებს“.
ცნობისთვის, ავსტრალიის პარლამენტმა მიიღო კოდექსი, რაც ახალი ამბების კომპანიებისა და ციფრული პლატფორმების ურთიერთობებს არეგულირებს.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კოდექსი უზრუნველყოფს მედიასაშუალებების სამართლიან ანაზღაურებას მათი შექმნილი კონტენტისთვის.











