აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურომ (FBI) კაპიტოლიუმში შეჭრის გამოძიების ფარგლებში, 160-ზე მეტი საქმე აღძრა. ბრალი წაუყენეს 70 ადამიანს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის დირექტორის თანაშემწის, სტივენ დანტუონოს განცხადებით, გამოძიებამ 100 ათასამდე ციფრული მტკიცებულება მიიღო.
მიმოხილვა: „დემოკრატიის ბნელი ღამე“ – რა მოხდა 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში











