აშშ-ს წამლისა და საკვების ადმინისტრაცია (FDA) გეგმავს Pfizer-BionTech-ის კოვიდის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვისაც დაამტკიცოს.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება FDA-მ მას შემდეგ მიიღო, რაც 2260 ახალგაზრდაზე ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა რომ აღნიშნული ჯგუფისთვის ვაქცინა უსაფრთხოა და მას გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-BionTech-ის გამოყენება აშშ-ში 16 წლის ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის დამტკიცებულია.











