აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენება დაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC-ი ავრცელებს.
FDA-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„ეს საშუალებას მოგვცემს კოვიდისგან ახალგაზრდებიც დავიცვათ და ცხოვრების ნორმალურ რიტმს უფრო მეტად მივუახლოvდეთ და რა თქმა უნდა, პანდემია დავასრულოთ“,- აღნიშნავს FDA-ი.
ცნობისთვის, დეკემებერში FDA-მ Pfizer-BioNTech-ის კოვიდის ვაქცინა 16 წელს და მის ზემოთ მყოფი ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაამტკიცა.











