აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინის ჩვეულებრივი საყინულის ტემპერატურაზე შენახვა დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ FDA-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ცნობისთვის, აქამდე ცნობილი იყო რომ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის შენახვისთვის საჭირო ულტრადაბალი ტემპერატურა იყო. კერძოდ, -80ºC to -60ºC-ი.
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, Pfizer-ის COVID-19-ის ვაქცინის ამპულების შენახვა ორი კვირის განმავლობაშია ჩვეულებრივ ფარმაცევტულ საყინულეებშია შესაძლებელი.ფარმაცევტული მაცივრები ძირითადად -20 გრადუს ცელსიუსზე მუშაობს.
FDA-ის განცხადებით, ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის ამის მიხედვით განახლდება ვაქცინაციის სახელმძღვანელოც.
ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება Pfizer-ის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მიიღო.










