გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს. ის ქვეყნებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ და ძალისხმევის COVID 19-თან ბრძოლის საკითხებზე მიმართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
დოკუმენტის მიხედვით, ცეცხლის სულ მცირე 90-დღიანი შეწყვეტა ხელს შეუწყობს „ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, შეუზღუდავი და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას კორონავირუსის ეპიდემიის დროს“.
რეზოლუცია ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ ითვალისწინებს.











