მალე, ყველა საერთაშორისო მგზავრს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში შესვლას გადაწყვეტს, Covid – 19-ზე გაკეთებული ტესტის, უარყოფითი პასუხი დასჭირდება. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
თვითმფრინავით, მატარებლითა თუ ნავით, უკლებლივ ყველა ადამიანს, ვინც დიდი ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთას გადაწყვეტს, კორონავირუსზე 72 საათით ადრე გაკეტებული ტესტის წარდგენა, იმ ქვეყნის დატოვებამდე მოუწევს, საიდანაც იგი მიემგზავრება.
მაშინაც, კი თუ ტესტზე პასუხი უარყოფითი იქნება, მგზავრებს ბრიტანეთში, კარანტინში ყოფნა, მაინც მოუწევთ. ინფორმაციის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი – გრანტ შაპსი აცხადებს.

მან ასევე დაამატა ისიც, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამ ტესტების გაკეთება, ვინაიდან სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამი, მეცნიერებისთვის დიდი სადარდებელია. მისი თქმით, მედიკოსები დარწმუნებულები არ არიან, არსებული ვაქცინა მას რამდენად ეფექტურად გაუმკლავდება.
გამოცემის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, ახალი რეგულაციების ძალაში შესვლა მომავალი კვირიდან იგეგმება. ხოლო, შოტლანდიაში – „როგორც კი შესაძლებელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსისგან 1 364 821 ადამიანია გამოჯანმრთელებული. საერთო ინფიცირების მაჩვენებელი – 2 889 419 ადამიანია; გარდაიცვალა – 78 508.
ავტორი: ამუკა ქორიძე











