რუსეთის მოქალაქე ქალაქ ჩელიაბინსკის მკვიდრი, 48 წლის მიხეილ ნესტეროვი გაგრაში ზღვაში დაიხრჩო.
მომხდარის შესახებ მოქალაქეებმა დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს აცნობეს.
ისინი ადგილზე იმყოფებიან.
ამასთან, ძლიერი შტორმისა და წყლის ქვეშ თითქმის ნულოვანი ხილვადობის გამო, მყვინთავების მუშაობა ამ დროისთვის თითქმის შეუძლებელია.
უწყების თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ ბზიფის ხეობაში დაკარგულ ორ ტურისტსაც, აქედან ახალგაზრდა ქალი მდინარემ წაიღო, ხოლო კაცი ხეობაში დაიკარგა.
ავტორი: თეა შონია











