გაიაზრეს, რომ სხვებსაც შევიყვანდით პარლამენტში, ამიტომ დააპატიმრეს მელია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ყველა ეს ქმედება იყო დესტრუქციული და არათანმიმდევრული, რადგან ჩვენი შესვლის პირობა, რაზეც ვთქვით, რომ სხვა პარტიებსაც შემოვიყვანდით პარლამენტში, არ ჯდებოდა არანაირ წითელ ხაზებში, მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რომ ჩვენ შეიძლება მართლა შეგვეყვანა ეს ხალხი, იმისთვის, რომ ეს შეუძლებელი გამხდარიყო, გააგრძელეს სისხლის სამართლის საქმე და პატიმრობა შეუფარდეს ნიკა მელიას,“ – აცხადებს ხვიჩია.
ცნობისთვის, ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ შეუცვალა.










