fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გაირკვა მიზეზი, რატომ არ ჩანს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში covid-ით გამოწვეული სავარაუდო ხარჯები

17:26 October 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
885
ნახვა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები ჯერჯერობით, ასახული არ არის.

„პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის – არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა.

ვფიქრობთ, რომ ოქტომბერი და ნოემბრის შუა პერიოდი მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის ხარჯები თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. თუ ორივე მათგანი იქნება გასათვალისწინებელი. ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ოქტომბერში საქართველოს მთავრობა მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები გამოქვეყნდება.

„სწორედ ამის მიხედვით ჩვენ გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას. რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა – უფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები.

ასევე, სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ თუ რა საჭიროებები დადგება, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვაჩვენებს მსჯელობა, ანალიზი თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

თეგები: ბიუჯეტიგიორგი კაკაურიძეკორონავირუსი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

February 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

January 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

January 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია