“ბოკასაზე და დრაკულაზე არ დაგიწერიათ იმდენი, რაც მანდაურობაზე დაიწერა”- ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
“გვიან გავიგე ეს ამბავი, არ ვიცოდით საპატრიარქოში, ჯობდა სახალხო დამცველს ჩვენთვისაც შეეტყობინებინა. ვფიქრობ, მეუფე სპირიდონსა და ქალბატონ ნინო ლომჯარიას შორის ურთიერთობა ვერ აეწყო. 2018 წელს იყვნენ შესულები და ჰომოსექსუალიზმზე ჰქონდათ სხვადასხვა აზრი. მართალია, ჩვენი დაფუძნებულია,მაგრამ როცა ქვეყანაში კონსტიტუცია და კანონია, უნდა დავემორჩილოთ.თუ რამე დარღვევა იყო და ვინმე დასასჯელია, რათქმა უნდა, დაისჯება. ყველაფერი სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ. იქ ბევრი ვნახე ვინც გულწრფელია და ბევრი უბრალოდ გრანტებზე მონადირე. როცა გაუპატიურებას ამბობენ, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ ვინმე დამნაშავეა, საეკლესიო და საერო კანონები უნდა მივუსადაგოთ”.
მეუფე იაკობი გიორგი გახარიას შესახებ, ბიძინა ივანიშვილის წერილსაც გამოეხმაურა.
ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
“ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. ადამიანი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თუ პრემიერ მინისტრი, პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში.არაფერი ტყილად არ მითქვამს, ხომ ამბობდით ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით. რომ აპიარებთ, ვინ უნდა დაუჭიროს მხარი.ვინ უდგას გვერდში, ან რა გაუკეთებია, ლოქდაუნი? ამათაც რომ იძახეს, კრიზის მენეჯერიაო, კრიზის მეიკერია ეგ. საიდან, ვისგან იმართება, საქართველოში ყველა პარტიაშია ქართული ძალა. შერიგება უნდა მოხდეს და გამოჩნდება, მაგრამ არც ჟურნალისტებს გაწყობთ შერიგება და არც პოლიტიკოსებს. ამ ის გაქცეული პრეზიდენტი რომ გვეუხეშება იქიდან, პრეზიდენტი როცა იყო, მიბედავდა რამეს? გაბედოს, ჩამოვიდეს და ჩვენი შეხვედრა გადაიღეთ, ბოდიშებს თუ არ მოიხდის. ბელადომანია უნდა დამთავრდეს. ბიძინა ხომ გავიდა პოლიტიკიდან, ეგეც უნდა გავიდეს.მიშამ მოქალაქეობა დათმო თანამდებობისთვის.მელია ვაჟკაცურად მოიქცა. ლენინი ხარ, ფინეთში რომ გარბიხარ? მე რომ მიპირისპირდებიან, რასაც მოიგებენ, არავის არ გაუყონ”- თქვა იაკობმა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











