მერწმუნეთ, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, რასაც ახლა თქვენ პოლიტიკურ კრიზისს უწოდებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ უარი თქვა შესვლაზე. ყველას ემახსოვრება ერთადერთი რამ – როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეპიდემიას და როგორ გაუმკლავდება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს. დღეის მდგომარეობით, პრიორიტეტების ნუსხაში ეს ორი საკითხი ზედა პირველ რიგებში დგას“, – განაცხადა პრემიერმა.











