fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გახარია: სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, კარიკატურაა

10:31 September 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
777
ნახვა

აგერ, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესშია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი ჩვენგანი მოვდივართ ჩვენი პოლიტიკური წარსულიდან და ეს პოლიტიკური წარსული, რა თქმა უნდა, უკავშირდება „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული ადამიანია, ჩვენი მეგობარია დარჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი კარგი რაც გავაკეთეთ აქამდე უნდა შევინარჩუნოთ და მასზე დავაშენოთ კიდევ უფრო მეტი წარმატებული საქმე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ უკან, როგორც დღეს დღევანდელი „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „ბოსებს“ წარმოუდგენიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ მეთოდებს, რომლითაც დღევანდელი „ქართული ოცნების“ „ბოსები“ ჩვენს თანამებრძოლებს ებრძვიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას როგორ ჩაუდეს იარაღი მაგალითად აკაკი ბართაიას. არ უნდა შევეგუოთ იმას, როგორ ებრძვიან ჩვენს სიაში მყოფ ადამიანებს, იმისთვის რომ მათ აიძულებენ ამ სიაზე თქვან უარი. როგორ ემუქრებიან მათ ოჯახის წევრებს არა მხოლოდ სამსახურის დაკარგვით, არამედ დაკავებით, ჩადებით და კიდევ ბევრი რაღაცა სიბინძურით.

ჩვენთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს „ქართული ოცნება“ როგორ მოახერხებს „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი უსუსურობით დააბრუნებს ხელისუფლებაში, თუ გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. აგერ, ეს ვაჟბატონი სააკაშვილი გვპირდება, რომ ორშაბათს თავის გეგმებს გაგვაცნობს და თუ ვინმეს ინტერესშია დღეს ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესში. საერთოდ, ყველას რომ გვესმოდეს, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი არ არსებობს, კარიკატურაა. ერთადერთი, ვინც მსოფლიოში სერიოზულად მას აღიქვამს, ეს არის „ქართული ოცნება“. ერთადერთი ვინც მას, როგორც პოლიტიკურ პერსონას აცოცხლებს, ეს არის „ქართული ოცნება“. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე დააშინოს და არ გვეშინია! ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ისევე როგორც ჩემი გადაწყვეტილება თბილისის მერობის კამპანიაში ჩართვის, განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს მოქალაქე პირისპირ ამ ორ ძალასთან, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არჩევანი არ არსებობს. იმიტომ რომ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში“, რომელიც გვაბრუნებს წარსულში და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ვერ ვხედავ დიდ სხვაობას და ამას ვამბობ დიდი იმედგაცრუებით და ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი და რა თქმა უნდა, არავინ არ უარყოფს იმ მიღწევებს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია და არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავხაზოთ. პირიქით, ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ იმ უგუნურობისგან, რომელსაც დღეს სჩადის „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ხელმძღვანელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეგები: გიორგი გახარიამიხეილ სააკაშილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს არის არჩევნები, როცა ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ – გიორგი გახარია

October 2, 2021
804
მთავარი ამბავი

ჩვენი მოქალაქე სააკაშვილი უნდა წავიყვანოთ – ზელენსკის ოფისის მრჩეველი

October 2, 2021
817
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე -გიორგი გახარიამ ბევრი მოატყუა, პოლიტიკური თუ ფინანსური კუთხით

September 29, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია