გიორგი გახარიას გუნდში სასაცილოს უწოდებენ ინფორმაციას, რომ ექსპრემიერის დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია.
როგორც ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ზოგიერთი მედიასაშუალება “ფეიკნიუსების” გავრცელებით არის დაკავებული.
„ნაცები“ გვაბრალებენ, რომ ჩხარტიშვილი გვაფინანსებს. „ქართული ოცნება“ გვაბრალებს, რომ კეზერაშვილი გვაფინანსებს. რეალურად ეს ყველაფერი სასაცილო და ტყუილია!
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ „ფეიკნიუსებს“ ავრცელებს. ფინანსები იქნება ღია, როდესაც პარტია დაფუძნდება და ამას კანონმდებლობა ითხოვსჩვენგან. ყველა შეძლებს ამის ნახვას, თუმცა კეზერაშვილზე სასაცილოა უბრალოდ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, „გიორგი გახარიამ დამფინანსებელი იპოვა“ – ამ სათაურით მედიაში, ongo.ge-ზე სტატია გავრცელდა. როგორც ჟურნალისტი წერს, რომ გახარიას ფინანსური პარტნიორი დავით კეზერაშვილია.











