fbpx
30/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 მოლი აკმაყოფილებს – ბექა ფერაძე

14:05 January 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 28 იანვრის მდგომარეობით, ახალ პორტალზე- labour.moh.gov.ge, 43 მოლია რეგისტრირებული, რომელთაგან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს.

მისივე თქმით, 28 იანვრის მდგომარეობით, შემოწმდა 138 ობიექტი. 90 ობიექტზე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო 48 ობიექტის შემთხვევაში დადგინდა, რომ ფუნქციონირებდნენ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

„ზოგადად, 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჯამში შემოწმდა 50 433 ობიექტი, გაფრთხილება გაიცა 28 392-ზე, 6 018 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა. 1 000-მდე ობიექტი დეტალურად გადამოწმდა რეკომენდაციების შესრულებაზე, დაჯარიმდა 49 ობიექტი და ჯამში განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 15 086 ობიექტზე და დადგინდა, რომ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.

ასევე, მოგახსენებთ ახალ პორტალზე. როგორც იცით 1-ელი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა. ჯამში დარეგისტრირებულია 43 სავაჭრო მოლი, რომელთაგან გუშინდელი მონაცემებით 13 მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გატესტეს თანამშრომლების 20% მოთხოვნის შესაბამისად, ამიტომ 1-ელი იანვრიდან სრულად განაახლებენ სამუშაო პროცესს. თუმცა ეს გუშინდელი მონაცემებია და ყოველდღიურად იცვლება. მოლოდინი გვაქვს, რომ 1-ელი თებერვლისთვის ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა მზად შეხვდება პროცესს. ასევე 21 ბაზარია დარეგისტრირებული, რომელთაგან 2 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. მათ 15 თებერვლამდე აქვთ ვადა, რომ თანამშრომლები დაარეგისტრირონ და გატესტონ. საცალო- საბითუმო ტიპის ობიექტები 24-ია დარეგისტრირებული, რომელთაგან 3 აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ასევე სკოლების რეგისტრაციაა დაწყებული“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

 

თეგები: ბექა ფერაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, არ მიიღონ მონაწილეობა არანებადართულ საქმიანობაში – ბექა ფერაძე

April 11, 2021
827
საზოგადოება

ფართის სოციალური ღონისძიებისთვის გაქირავება აიკრძალება

April 6, 2021
869
მთავარი ამბავი

სახეზე გვაქვს ეპიდსიტუაციის გაუარესება, ზედამხედველობა გამკაცრდება – ბექა ფერაძე

March 30, 2021
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია