საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მატჩი „დინამო არენაზე“ ჩატარდა და ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე თბილისის თავკაცი, კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს:
„გამარჯვებას გილოცავ საქართველო!
ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს.
ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!
იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.










