“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგებას ეხმაურება.
ნიკა მელია ამბობს, რომ სასულიერო პირებთან შეხვედრა არ განიხილება.
“შეხვედრა მათთან არ განიხილება, მე გამიხარდება, თუ მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. შესაძლოა ამ ადამიანს უბრალოდ რაიმე სახით უნდა დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებას, ეს მისასალმებელია, მაგრამ არა დიალოგის გზით ოპოზიციურ პარტიებსა და ეკლესიას შორის”, – თქვა ნიკა მელიამ “მთავარ არხთან”.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას “ეკლესიაში გაერთიანება” და მოლაპარაკებებისთვის სივრცე შესთავაზა.










