სახალხო დამცველი პარლამენტში დღეს 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს ჯანდაცვის სფეროზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, 2019 წელს მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ის მწვავე პრობლემები, რაც ამ სფეროში არსებობს.
„2019 წელს საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მონიტორინგი გავუწიეთ 70-ზე მეტ სოფლის ამბულატორიას და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებს. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მწვავე პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურას, მძიემე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, პერსონალი კვალიფიკაციასა და ექთნების ნაკლებობას.
2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ექთანთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს. 84%-ის შემთხვევაში ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. 100%-ის შემთხვევაში კი ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურება არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებისთვის არ მიუღიათ“,- აღნიშნა ლომჯარიამ.











