გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, – ამის შესახებ კვლევას ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ავრცელებს.
გამოკითხულთა 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 19 პროცენტის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.











