,,ძალიან მნიშვნელოვანია და გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ საკმაოდ ეფექტიანია “ლოკდაუნი” და მკვეთრად ამცირებს ვირუსის გავრცელების არა მხოლოდ რისკებს, არამედ სიხშირეს“, – ამის შესახებ პედიატრმა, მედიცინის დოქტორმა ეკა უბერმა “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
ეკა უბერმა ასევე ბავშვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი გარშემომყოფებისთვის უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის, რადგან მათ კორონავირუსი შედარებით მარტივად გადააქვთ.
„რაც შეეხება ბავშვებს, ისევ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს იშვიათი გამონაკლისების გარდა, – როდესაც თან ახლავს სხვა ქრონიკული დაავადება, რაც, საბედნიეროდ, იშვიათია. აქედან გამომდინარე, ბავშვები, პირველ რიგში, გარშემომყოფებისთვის უფრო მეტ საფრთეს წარმოადგენენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის”, – განაცხადა უბერმა.
23 ნოემბერი: საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა











