დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლოებას მოუწოდებს, სასწრაფო არ გამოიძახონ იმ მიზით, რომ ექიმმა მათ გაუზომოს სიცხე, წნევა და ა.შ.
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, სასწრაფო ეკიპაჟის გადატვირთვა ხდება, რადგან მათ ხშირად არამიზნობრივად იყენებენ.
„ხაზს ვუსვამ, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის ქვეყნაში, ამიტომ ყველა უნდა მოვუფრთიხლდეთ და საავადმყოფოში არ იწვნენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი სიმპტომები. გავათავისუფლოთ საწოლები იმათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება.
მოვუწოდებ მოსახლეობას არ იყოს სასწრაფოს გამოძახება ისეთ შემთხვევებში, რომ გამიზომე ტემპერატურა, გამიზომე წნევა, გამიკეთე კოვიდტესტი და ა.შ. სასწრაფო გამოძახებული უნდა იყოს ისეთ შემთხვევებში, როცა საჭიროა. გადატვირთვა ხდება, რადგან ხშირად არამიზნობრივი გამოძახებები გვაქვს“,- განაცხადა ამირან გამყლრეიძემ.











