საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მისი მეორე მოადგილე გიორგი ამილახვარი იქნება. კომიტეტმა ორივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა.










