fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

15:35 December 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
763
ნახვა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პირადად მარია გაბრიელს საქართველოს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მართლაც ისტორიული მოვლენაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო და კვლევით საგრანტო პროგრამასთან, როგორიც არის Horizon Europe. საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა – მათ წვდომა გაუჩნდათ პროგრამაზე, რომლის ბიუჯეტი 95.5 მილიარდი ევროა.

მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო მეცნიერების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ევროკავშირის Horizon 2020-ის პროგრამიდან მიღებული დაფინანსებით შეძლო გერმანულმა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა – Biontech-მა mRNA-ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც კოვიდსაწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის შემუშავებას დაედო საფუძვლად. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, როგორ შეუძლია სამეცნიერო მიღწევებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით ისარგებლებს, როგორითაც მათი ევროპელი კოლეგები.

მინისტრმა ევროკომისარს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მისი თქმით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელებიც კითხულობენ.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, რაც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს სამეცნიერო საზოგადოებაში. Horizon Europe უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეცნიერებს ევროპელ კოლეგებთან ერთად განახორციელონ ერთობლივი პროექტები.

თავის მხრივ, ევროკომისარმა მარია გაბრიელმა კიდევ ერთხელ მიულოცა მიხეილ ჩხენკელს Horizon Europe-ის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და განაცხადა, რომ საქართველო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს მართლაც უნიკალური შანსი ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპელ კოლეგებთან, რაც დიდი პრივილეგიაა. ევროკომისარმა განსაკუთრებულად გამოყო ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონებით სიმსივნის მკურნალობისა და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება Horizon Europe-ის პრიორიტეტს წარმოადგენს და მკვლევრებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: განათლების სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

December 4, 2021
824
მთავარი ამბავი

სკოლებში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს – განათლების სამინისტრო

November 26, 2021
1k
მთავარი ამბავი

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

September 15, 2021
3.9k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია