fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

განგებ არ გავდივარ შტაბიდან, რომ პროვოკაციაში არ დაგვდოთ ბრალი – ნიკა მელია 

17:42 October 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანის რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება.

„არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც არის გლდანის რაიონში და რომლის სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. იციან მათ უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა და აქედან გამომდინარე, ხედავთ რას აწყობენ, მობილიზაციაა ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან.

ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს.

ამ დროს პოლიცია მივიდა და ჩვენი ოფიციალური დამკვირვებელი ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი აქამდე. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები დიდი სხვაობით და როგორც ვატყობ, არა მხოლოდ გლდანის რაიონში. ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს მივმართავ, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე, ჩვენ ხმებს ვიცავთ და დავიცავთ. არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები და საარჩევნო უბნები არ დაარბიოთ და ამ მასკარადს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მივმართავ მხარდამჭერებს, ამ ქვეყნის მხარდამჭერებს და არა მხოლოდ ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება. უმორჩილესად გთხოვთ, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა რამდენიმე საათში გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან, იმიტომ, რომ პროვოკაციაში როგორც თქვენ გჩვევიათ, არ დაგვდოთ ბრალი და თქვენ ძალადობთ და ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეკადრებზე.

ეს არჩევნები მოგებულია, მას არ მოვაპარინებთ ივანიშვილს, შეიარაღებულ კრიმინალს, ქურდს, ყაჩაღს და მასთან შეკრულ ხელისუფლებას. არცერთი ამომრჩეველი რომ არ მივიდეს, იმდენად დიდია სხვაობა, უკვე მოგებულია არჩევნები“, – განაცხადა მელიამ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: 2020 წლის არჩევნებინიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნიკა მელია სუს-ში დაიბარეს

December 4, 2021
816
პოლიტიკა

სააკაშვილი ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და არც არსებობდა – ნიკა მელია

November 26, 2021
794
პოლიტიკა

რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან – ნიკა მელია

November 26, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია