ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს:
„მიმდინარე წლის 10 მაისს ღაზას სექტორიდან, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიცავით უსაფრთხოების ზომები, თავი შეიკავეთ ქუჩაში გასვლისგან. მოიკითხეთ რაკეტსაწინააღმდეგო თავშესაფარი თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. არ გახვიდეთ აივანზე და მოერიდეთ ფანჯარასთან ყოფნას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ორი რაკეტა გუშინ, 11 მაისს გაისროლეს, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა.










