დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის გარდაბანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 59 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან უმეტესობა სოფელ ყარაჯალარში.
„ქვეყანაში ორი ცხელი წერტილია. ერთი გარდაბნის რაიონი. სოფელი ყარაჯალარი, რომელიც სამი დღეს ჩაკეტილია. მთლიანად გარდაბნის რაიონში სულ 59 შემთხვევა გვაქვს.
6 თვითონ გარდაბანში, 4 ყარათაკლიაში, 3 აღთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, 1 გამარჯვებაში, 6 ბირლიკში, რაც მთლიანად ქვეყანაში დაფიქსირებულ შემთხვევათა 4%-ია.
ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ დროისათვის გამოკვლეულია 3 394 ბიოლოგიური ნიმუში და 142 ადამიანი ამ მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილია კარანტინში“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, სოფელი ყარაჯარალი რამდენიმე დღის წინ ჩაიკეტა.
ასევე დაგაინტერესებთ:











