„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, მოუწოდა, გარედან მაინც დაუჭირონ მხარი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს.
„იქნებ, ეკონომიკური დანაშაულების მიმართაც ჩვენი ლიბერალური დამოკიდებულება გამოვხატოთ, თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით, მე ჩემს აზრს მოგახსენებთ, და რაც მთავარია, მე მხარს დავუჭერ იმ მუხლების გაზრდას, რომელიც ადამიანის კარგად გააზრებულ, პასუხისმგებლიან თავისუფლებაზე იქნება ორიენტირებული.
მინდა შევეხო ერთ ტკივილიან თემას, აქ ცარიელი სკამები ახსენეს და ამ საქმეში მაინც ვიყოთ ერთიანები და თუ აქ, შიგნით არ არიან, გარეთ ვინც იქნება, იქნებ გარედან მაინც დაუჭირონ მხარი ამ კეთილშობილურ აქტს და ეს იქნება ერთი მოკრძალებული ნაბიჯი ჩვენი გაერთიანებისკენ”, – განაცხადა კახაძე.










