fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გასაგებია, რაც ხდება… – პატიმრობაში დატოვების შემდეგ ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

17:50 April 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
849
ნახვა

პატიმრობაში დატოვების შემდეგ ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს.

„გასაგებია, რაც ხდება… დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!

ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა. ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს.

ამიტომ, მათი ჭკუით, მომდევნო მოლაპარაკების რაუნდებისთვის სავაჭროდ შემომინახეს. ასე და ამგვარად, მოლაპარაკების პროცესში ჩემი გათავისუფლების სანაცვლოდ შემოთავაზებული ნებისმიერი პირობა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მეტიც, დამამცირებელია.

აი, მაგალითად, პირობა, როგორიცაა 20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც ჩემი ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ რეალურად სამართლებრივი დევნისგან მოძალადე პოლიციელებისა და დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლება სურთ, ივანიშვილისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან ჩემი თავისუფლებით ვაჭრობის მცდელობაა! სურთ ჩემი გამოშვება?! როგორც ციხის გარედან ღრჭიალით გამიღეს რკინის კარი, ზუსტად ისე, კეთილი ინებონ და უკვე ციხის შიგნიდან იგივე რკინის კარი გამიღონ ყოველგვარი სავაჭრო პირობების დაწესების გარეშე!

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკუთარი თავის წინაშე მოვალეობის გრძნობაა. და დიახ, მოვალე ვარ, ჩემი უკანონო პატიმრობის სანაცვლოდ იოტისოდენა უსამართლო კომპრომისზეც კი არ წავიდე! ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ მე ამ ბრძოლაში მხოლოდ ბრძოლისთვის არ ვარ, მე ვარ ბრძოლაში დიდი მიზნისთვის, რომელთან შედარებითაც ჩემთვის უკვე დიდი ხანია სხვა ყველაფერი გაუბრალოვდა და ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება!

მხარდამჭერებსა და კეთილისმსურველებს კი მოწიწებით მოგმართავთ – მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება. ბრძოლა დანაკარგის გარეშე არ არსებობს და, როგორც ჩანს, 15 მაისს მე თქვენთან ერთად ვერ ვიქნები, მაგრამ თითოეული თქვენგანის რწმენა უფრო შეუპოვარი და მტკიცე უნდა გახდეს! გვახსოვდეს, საბოლოო გამარჯვება ერთობამ უნდა მოიტანოს. რაც უფრო მჭიდრო იქნება ოპოზიციისა და საზოგადოების ერთობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. როგორც მტრედების გუნდი, თუ გავიფანტეთ, ან გაგვფანტეს, მაშინ გამარჯვება დროში უფრო დაგვიანდება.

დროებით, მადლობა“,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

თეგები: ნიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

July 8, 2021
783
საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

May 27, 2021
779
მთავარი ამბავი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

May 25, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია