ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„აქ არ არის იმაზე, მხოლოდ ჩვენ რას ვიზამთ, მთავრი გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია. როგორც ჩვენსკენ იყო გზავნილები, ისე მათკენ იყო გზავნილები, რომ დეპოლარიზაცია და კატასტროფული დაპირისპირების ფონი ქვეყანაში უნდა მოიხსნას. რაც შეეხება მოთხოვნებს, ჩვენ დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.










