გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში თვალივი, ნეძისი, გუდრუხი, წიფრანი, ლაუშა, სონდისველა, კუჭეჭა, ბაგიჭალა, ბზიკურთკარი, ზარიძეები, უბანი, სწროფავი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.










