ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გემშვიდობებით ბატონო გურამ ! დღეს უმძიმესი დღეა რამეთუ საქართველო კიდევ ერთ გამორჩეულ შვილს ემშვიდობება.
დღეს დავობლდით და გავღარიბდით ორმაგად!
მაგრამ თქვენს მიერ დატოვებული განძი ჩვენი ხვალინდელი საზრდო იქნება.”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.











