საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ მედიას განუცხადა, რომ პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.











