გერმანია COVAX-პლატფორმის ფარგლებში საქართველოსთვის ვაქცინების გადაცემას მიესალმება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს 18 ქვეყანა მიიღებს, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცოგოვინა.











