გერმანიაში ლოქდაუნის რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგძლივდა.
ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კორონავირუსით 1 814 565 ადამიანი ინფიცირდა. გარდაიცვალა 36 510.











