გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პოლიციამ დრეზდენის მუზეუმის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამივე დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.
შეგასენებთ, რომ მძარცველებმა დრეზდენის მუზეუმიდან შეუფასებელი ღირებულების მქონე მე-18 საუკუნის ძვირფასეულობა 2019 წლის 25 ნოემბერს მოიპარეს.
მოპარულ ძვირფასეულობას შორის დრეზდენის თეთრი, 49 კარატიანი ბრილიანტიცაა.











