გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის უმრავლესობა ივნისისთვის ვაქცინირებული იქნება.
„ასე, რომ Johnson & Johnson-ის კოვიდის ვაქცინაზე პრიორიტეტულობას გავაუქმებთ ისევე, როგორც ეს AstraZeneca-ს შემთხვევაში გავაკეთეთ. შესაბამისად, ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექიმებთან კონსულტაციისა და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების საფუძველზე ყველას შეეძლება“,- განაცხადა შპანმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კოვიდის 3,527,540 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 85,371 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











