გერმანიაში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მანამდე სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაციისგან განსხვავდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ბავარიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში ვირუსის აქამდე უცნობი შტამი 35 პაციენტს აღმოაჩნდა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიში და მომაკვდინებელია ის.











