გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კოვიდით 1929 353 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 41 434 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 545 500-ს შეადგენს.











