გერმანიაში 1 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა – შემთხვევა ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება. ოთხ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
პოლიციამ რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაკეტა. ქიმიური ქარხნის ადმინისტრაცია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.











