„გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს. საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს”, – წერს ღარიბაშვილი.











