fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ღარიბაშვილი – მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სჭირდება ათი გამოცდილი პოლიციელი, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ

11:04 October 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად, ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო, თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას, სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას.

„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ დამიანონსებია, სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როდესაც თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან თურმე სააკაშვილის დაკავებას. ეს ერთი. მეორე, მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ ძალუძს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი და პიკის დროს, როცა ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო ივლისში, მათ ხუთი ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ ზოგადად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ, 100 ათასი ჩვენი მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი.

სააკაშვილს სჭირდება ათი პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა. მთავრობას, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ წესრიგი დაიცვას, რომ არ მოხდეს არავითარი კანონდარღვევა ან ხელშეშლა კანონის აღსრულებაში და ჩვენ ამ ყველაფერს მშვიდობიანად, კვალიფიციურად ჩავატარებთ. ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან არჩევნებს იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს გრძელვადიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიმიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია