fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ღარიბაშვილი: მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე

19:16 May 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
790
ნახვა

მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მოგილოცოთ რამაზან-ბაირამის დღე, ეს არის სიყვარულის, სიკეთის და სითბოს დღე, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო ლიდერებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ სასულიერო ლიდერებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამაზან-ბაირამის დღესასწაული სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღეა. საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს და ქრისტიანებს ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების დიდი ისტორია აქვთ, პატივს სცემდნენ ერთმანეთის რწმენას და ერთმანეთზე ზრუნავდნენ.

„დღეს დიდი დღეა. მე მინდა ყველას მოგილოცოთ დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით რამაზან-ბაირამის დღე, ეს დღე არის სიყვარულის დღე, სიკეთის დღე, სითბოს დღე და მე მინდა გულით ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ თქვენთვის ეს დიდი დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ პანდემიის გამო ჩვენ ხშირად ვერ ვიკრიბებით, მაგრამ ეს ტრადიცია ყოველთვის გვქონდა, მოგეხსენებათ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, სისტემატურად ვიკრიბებოდით, ვსაუბრობდით, ერთმანეთის გასაჭირს, პრობლემებს ვისმენდით, საკითხებს ვწყვეტდით და მე მინდა, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. მე ვიცი, რომ ბატონ ზაზას აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა თქვენთან, მეც პირადად ჩავერთვები, მექნება სისტემატური შეხვედრები თქვენთან. საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შვილები და ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ვიზრუნოთ ერთმანეთზე სიყვარულით და პატივისცემით. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ სასულიერო პირებთან შეხვედრაზე.

დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ პრემიერ-მინისტრს რამაზანის თვის განმავლობაში საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ასევე მინდა გადმოგცეთ ჩვენი მრევლის გულთბილი სალამი. გამოვთქვამთ მადლიერებას, რომ მთელი რამაზანის თვის განმავლობაში მთავრობის მხრიდან იყო ხელშეწყობა საღამოს ლოცვებთან დაკავშირებით. ჩვენც, თავის მხრივ, ვიცავთ ყველა იმ რეგულაციას, რომელსაც გასცემს შესაბამისი, ჯანდაცვის და სახელმწიფო ორგანოები, რათა ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც გამოირჩევა კულტურული, ეთნიკური, კონფესიური მრავალფეროვნებით და ეს მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული მონაპოვარი, ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. მე მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც და დღესაც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსის, აღმსარებლობის ადამიანები ჰარმონიულად, ძმურად, მეგობრულად თანაცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს ასეა დღესაც და ამ მიმართულებით თქვენი მხრიდან ვხედავთ ხელშეწყობას, მზაობას და ინიციატივებს“,- განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ.

თეგები: რამაზან ბაირამი

დაკავშირებული სტატიები

რეგიონები

ბათუმში მუსლიმებმა რამაზან ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

May 13, 2021
830

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია