ინტერნეტიზაცია ყველა რეგიონში განხორციელდება, ამის შემდეგ იქნება ქობულეთის მუნიციპალიტეტში და რამდენიმე წელიწადში პროექტი დაახლოებით ათას დასახლებულ პუნქტს, მათ შორის მაღალმთიან სოფლებს მოიცავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ პროექტით ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ბატონ სებასტიანს მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრი გურიაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკის მინისტრთან და მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად სოფელ ზედა ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაცია გახსნა.











