უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს.
არსებული წესების მიხედვით, ბაზრობებზე განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ყოველდღიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.
ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.









