„ატყობთ პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა “ბუმბერაზთან” გვაქვს საქმე? – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ რუსთავი-2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა ძალიან სამართლიანად აკენწლეს“.
„მარგველაშვილი დღევანდელ “ღამის კურიერში”. რამდენიმე ამონარიდი თუ რა სიბრიყვეები თქვა თითქოსდა იმპოზანტური პოზით:
– არჩევნები მოიპარეს, გაყალბდა და ამას მეუბნებიან პირად საუბრებში უცხოელი კონტაქტები;
– რომც არ გაყალბებულიყო, მაინც დასანიშნია ხელახალი, რიგგარეშე არჩევნები;
– ჩემი საპრეზიდენტო არჩევნებისას არანაირი დარღვევას ჰქონდა ადგილი…
ატყობთ პოლიტიკური აზროვნებისა და ანალიზის რა “ბუმბერაზთან” გვაქვს საქმე?
ძალიან სამართლიანად აკენწლეს ფილოსოფოსი ექს-პრეზიდენტი გადაცემის წამყვანებმა“ წერს გია აბაშიძე.









