fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გია გიორგაძე: ნონამ ეპოქა შექმნა, მილიონობით ადამიანს კი ეს არაზუსტად მიაწოდეს, ფილმში უზუსტობა უნდა გასწორდეს

22:06 September 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
770
ნახვა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მინისერიალი, „ლაზიერის გამბიტი”, რომლის გამოც ლეგენდარულმა ქართველი მოჭადრაკე ქალმა, ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ უჩივლა, დაინტერესებულ ადამიანებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.

„ლაზიერის გამბიტი“ უკვე 62 მილიონმა ადამიანმა ნახა – მინისერიალის წარმატებამ ჭადრაკის მიმართ ინტერესი გაზარდა. Google-ში ჭადრაკზე ინფორმაციის მოძიების სიხშირე გაორმაგდა, eBay-ზე ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა 250%-ით გაიზარდა, ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელში კი ახალი მოთამაშეების რაოდენობამ ხუთჯერ იმატა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის აზრით, მილიონობით მაყურებელმა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეზე მინისერიალიდან დამახინჯებული ინფორმაცია მიიღო.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ფილმი მილიონობით ადამიანმა ნახა. სწორედ ამიტომ სიმართლე უნდა იყოს მთავარი. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველი მოჭადრაკე ქალი იყო პირველი, რომელმაც მამაკაცებთან დაიწყო თამაში. ის იყო პირველი ქალი, ვინც მამაკაცებში საერთაშორისო დიდოსტატი გახდა – ეს მთელი ეპოქაა და ყველა ქალისთვის პრესტიჟულია. ამიტომ ფილმის შემქმნელებს მოუწევთ უზუსტობა გაასწორონ და სიმართლე თქვან“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გია გიორგაძემ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ მიზნით წამოწყებული სასამართლო დავა ყველაზე ცივილიზებული გადაწყვეტილება:

„ცივილურ სამყაროში დავის მოსაგვარებლად არსებობს სასამართლო, ამიტომ მიმართა ქალბატონმა ნონამ იურიდიულ ფირმას, რომელსაც ამერიკაში პარტნიორები ჰყავს. მათი მეშვეობით ხდება ამ სიმართლის გატანა. ეს ცივილური ფორმაა და იმედი მაქვს, უზუსტობა გასწორდება“.

ნონა გაფრინდაშვილი 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელსაც კაცთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭეს. ის ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.

თეგები: ნონა გაფრინდაშვილი

დაკავშირებული სტატიები

სპორტი

მესიმ ნონა გაფრინდაშვილს საკუთარი მაისური უსახსოვრა

June 16, 2021
801
პოლიტიკა

„ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში“ – თეა წულუკიანი ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

May 3, 2021
786
საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა

May 3, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია