ანალიტიკოსი გია ხუხაშვილის თქმით, გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემაა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.
მისი თქმით, გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება.
“გახარიას გამბიტი”
გიორგი გახარია ოპოზიციისთვის სტრატეგიული პრობლემა, მაგრამ სიტუაციური მოკავშირეა.
ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა საკუთრივ რიგგარეშე არჩევნების პოსტ-საარჩევნო კოალიციაში ქართული ოცნების პარტნიორად უფრო უნდა მოვიაზროთ
შესაბამისად, ახლა გახარიასთან დაპირისპირება ოპოზიციისთვის პოლიტიკური სიბრიყვე იქნება. მთელი დაგროვილი ენერგია მის წინააღმდეგ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უნდა გააქტიურდეს.











