fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გია ვოლსკი იმ საკითხებს ასახელებს, რაზეც ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავა

20:48 December 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე ოპოზიციამ წამოაყენა ოთხპუნქტიანი მოთხოვნა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლის პირობას დებენ. არის თუ არა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომპრომისებზე წამსვლელი მმართველი პარტია და რა შემთხვევაში? –  ამ საკითხის  შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საუბრობს

გია ვოლსკი: ამ ოთხპუნქტიანი წინადადების გამოაშკარავება არასწორია, ეს შეუსაბამოა იმ პირობებთან, რაც შუამავლებმა დაგვიყენეს. შეთანხმება არსებობს, რომ ამ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდეს. ოპოზიციის მიერ საკითხის ასე წარმოჩენა და კუნთების თამაში ამ საკითხთან დაკავშირებით, არასწორია.

ერთი შემიძლია დაგიდასტუროთ, ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ხელისუფელბის მიერ წითელი ხაზია გავლებული. რაც შეეხება მათ ლაპარაკს, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე,  ეს პირდაპირ მიუთითებს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენი ოპონენტების დიდ ჯგუფს გააჩნია, როდესაც ხელისუფლება წყვეტდა, ვინ იყო გარეთ გამოსაშვები, ვინ – დასაჭერი, საწამებელი და მოსაკლავი.  საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

– ოპოზიციის ერთ-ერთ პუნქტში წერია: „ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს  და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. დააკმაყოფილებთ თუ არა ამ მოთხოვნას?

– ეს პუნქტი პირდაპირ ასახავს იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც „ნაცმოძრაობას“, მის კლასტერსა და „პატრიოტთა ალიანსს“ გააჩნია,  რომ არჩევნები გაყალბდა. რეალურად კი სურათი ასეთია – ერთ მხარეს დგანან საერთაშორისო ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის უეთო,  ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი და მათთან ერთად ცალკეული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია მიაჩნიათ მთავარ ამოცანად და მიყვებიან სააკაშვილის რევოლუციურ გეგმას. ეს არის არსი და ამ არსზე არის ზედნაშენი მოთხოვნა, რომ გადაყენებული იქნას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

– რაც შეეხება საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, წავა თუ არა ამ საკითხზე ხელისუფლება კომპრომისზე ოპოზიციასთან?

– ეს ის თემაა, რომელიც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ-იქნა საარჩევნო კოდექსი, რასაც საფუძვლად დაედო ეუთო-ოდირის რეკომენდაციების ფართო სპექტრი. საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, მზადა ვართ, გავაგრძელოთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების განხილვა.  თუ ის შესაბამისობაში მოდის სახელმწიფოს ინტერესებთან, რასაკვირველია, შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები გაგრძელდეს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: გია ვოლსკიდიალოგიოპოზიციახელისუფლება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პატიმარი როდესაც გამოჯანმრთელდება, გადაყვანილი უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – გია ვოლსკი

December 30, 2021
768
პოლიტიკა

ლავროვის განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა – ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა – გია ვოლსკი

December 3, 2021
792
პოლიტიკა

თანხების გადინება დანიშნულების გარეშე, საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც – გია ვოლსკი

December 3, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია